пятница, 13 ноября 2009 г.

ხეზე ჭრა


dratar1.პროექტის სახელი: ხეზე ჭრა
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ ხეზე ჭრის ტექნოლოგიებს და ვიზუალურ მხარეს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ხეზე ჭრის შესახებ წიგნებისა და ინტერნეტის საშუალებით, გამოიკვლევენ ქართული ორნამენტის წარმოშობის ისტორიას,წავლენ თბილისის სხვადასხვა მუზეუმებში, სადაც მრავლადაა ამის ნიმუშები, მოძებნიან იმ ადამიანებს, რომლებიც დღესდღეობით მუშაობენ ხეზე და ჩამოართმევენ ინტერვიუს. შემდეგ მათ ექნებათ დავალება, რომ შეძლებისდაგვარად მოიძიონ ოსტატები საკუთარ სოფლებში და მათაც გაესაუბრონ. სურვილისამებრ ჩაერთონ ამ საქმიანობაში და სცადონ რაიმე პატარა ნივთის გაკეთება. ყველა იმ ადგილას, სადაც ისინი მოხვდებიან აუცილებლად გადაიღონ ფოტოები და თუ საშუალება იქნება ვიდეომასალაც,რომელიც შემდეგ დაიდება ინტერნეტში.
4.მონაწილეთა ასაკი:13-15 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა:5 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები შეადარებენ ორნამენტის ფორმებს სხვადასხვა კუთხეების ნიმუშებზე და შემდეგ თავადვე იმუშავებენ პროექტის ბლოგზე განთავსებაზე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:გაიუმჯობესებენ ცოდნას ისტორიაში, გეოგრაფიასა და ხელოვნებაში, ნამუშევარი განთავსდება ბლოგზე, შეიქმნება ფოტოალბომი. მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი თავადაც შექმნან რაიმე ღირებული.
8.სარგებელი სხვებისთვის:მიიღებენ ინფორმაციას ქართული კულტურის შესახებ, გაიხსენებენ ამ მეტნაკლებად მივიწყებულ საქმიანობას და უკეთ გაიგებენ შრომის ფასს.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
11.პროექტის ფასილიტატორი:თინათინ საგინაშვილი
12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tsaginashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tsaginashvili.blogspot.com